მარტივად: ავოკადოს სალათი

ინგრედიენტები:

ავოკადო რბილი – 2 ცალი

ისპანახი – 1 შეკვრა

სხვადასხვაფერის პომიდორი ჩერი – 50 გრ

ახალი პიტნა – 30გრ

წითელი ვაშლი – 2 ცალი

ლაიმი -1 ცალი

ზეითუნის ზეთი – 1 ჩ.კ.

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

 

მომზადების წესი:

ავოკადო და პომიდორი დაჭერით კუბებად, ვაშლი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ისპანახი და პიტნა წვრილად დაჭერით. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, მოასხით ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით.

კომენტარი
%d bloggers like this: