კამერონ დიაზმა კინოკარიერა დაასრულა

კამერონ დიაზს ჰოლივუდი მოსწყინდა. მსახიობი წითელ ხალიჩაზე იშვიათად ჩნდება და ეკრანზეც ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით ოთხი წლის წინ გამოვიდა. შესაძლოა “ენი” მისი უკანასკნელი ფილმია.

“მას სისტემატურად სთავაზობენ ახალ როლებს, მაგრამ კამერონი შეყვარებულია და უნდა ოჯახს მეტი დრო დაუთმოს” – დანაცხადა წყარომ Daily Star Sunday-სთან საუბრისას. ინფორმაცია დიაზის კინოდან წასვლის შესახებ  მისმა მეგობარმა, სელმა ბლერმაც დაადასტურა.

პირველად ხმები იმის შესახებ, რომ მსახიობს კარიერის დასრულება უნდა, 3 წლის წინ გავრცელდა, როდესაც კამერონი მუსიკოს ბენჯი მედენს გაყვა ცოლად. გასული წლის დეკემბერში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ წყვილს ბავშვის შვილად აყვანა უნდა.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: