კატრინ დენევი და ჟულიეტ ბინოში ახალ ფილმში დედა-შვილის როლს შეასრულებენ

ოსკაროსანი მსახიობები კატრინ დენევი და ჟულიეტ ბინოში როგორც იქნა, ფილმში ერთად ითამაშებენ. იაპონელმა რეჟისორმა ხიროკაძუ კორეედამ დააანონსა, რომ ლეგენდარული ფრანგი მსახიობები მის ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ. სამსახიობო ნაკრებს იტან ჰოუკიც შეუერთდება.

ჯერჯერობით პროექტის სახელწოდება და შინაარსი საიდუმლოდ რჩება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კატრინი მსახიობი დედის როლს შეასრულებს, ჟულიეტი კი მისი სცენარისტი შვილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ  74 წლის კატრინ დენევმა ბოლო ნამუშევარში “ყველა გვაშორებს” დაიან კრუგერთან ერთად იმუშავა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: