რას მიირთმევენ სტუმრები “ოსკარის” წვეულებაზე

„ოსკარი“ დაჯილდოებების სეზონის კულმინაციაა. ამ დღისთვის ცნობილები და პოპულარულები საგანგებოდ ემზადებიან, საუკეთესო სამოსს იცვამენ. როცა ყველა ოქროს კაცუნა პატრონს ჩაბარდება, სტუმრები ღამის წვეულებაზე ინაცვლებენ.

წვეულებისთვის კერძები საგანგებოდ მზადდება. ყოველ წელს ვარსკვლავურ შეფ ვოლფგანგ პაკს თითოეულ კერძში, ძირითადიდან დაწყებული დესერტით დამთავრებული,  გლამურის ელემენტი შეაქვს.

როგორც კი სტუმრები წვეულებაზე Ray Dolby-ს დარბაზში მიბრძანდებიან, 60-მდე არაჩვეულებრივი კერძი სივრცეს შეავსებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ 2600-ფუნტიან ყინულის ბარს მიუსხდნენ და ხიზილალა მიირთვან, რომელსაც 24-კარატიანი ოქროს ტოპინგი ამშვენებს, ან არჩევანი კიბორჩხალის ფეხებზე, ლობსტერსა და scallop crudo-ზე შეაჩერონ.

მათთვის, ვისაც თევზს ხორცი ურჩევნია, წვეულებაზე საქონლის ვაგუ თავზე შავი ბრინჯით, ბადრიჯნის ტაკოთო და ლიმონის ნაჭრებით მომზადდება. პასტის მოყვარულებს კი კავატაპის გამომცხვარი ტრუფელი ყველით, ალტერნატივად კი შინაურული ისპანახი ინგლისური ბარდით, ხახვით ჩიპოლინი და შემწვარი პომიდვრით დახვდებათ.

რაც შეეხება დესერტებს, შოკოლადის გარეშე არაფერი გამოვა. სტუმრები “Mocha Beehive” -ს დააგემოვნებენ – Rocher-ის შოკოლადის ნიჟარაში მოთავსებულ ვარდისფერ კენკრის ტარტს თაფლის განაშით და mocha mascarpone-ს მუსით. ტარტს დაემატება სხვადასხვა გემოს მაკარუნი, რომელიც ნებისმიერი ტკბილეულის მოყვარული სტუმრის გემოვნებას დააკმაყოფილებს.

და თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ იქნება, 7000 მინი შოკოლადის ოსკარის ქანდაკება საუკეთესო სასუსნავად იქცევა. დაგვეთანხმეთ, წვეულება დაჯლდოებაზე არანაკლებ საინტერესო გამოვა.

კომენტარი
%d bloggers like this: