სარა ჯესიკა პარკერი საქორწინო კაბების კოლექციას შექმნის

2014 წელს მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა საკუთარი ბრენდი SJP შექმნა. მისი ფეხსაცმლის პირველი კოლექცია ელვის სისწრაფით გაიყიდა. თანდათან სარამ ასორტიმენტრში ჩანთები დაამატა, შემდეგ კი ცალკე ხაზი LBD  შექმნა, რომელშიც ჯერჯერობით პატარა შავი კაბის ერთადერთი მოდელი შედის.

სარა ინტერნეტ-მაღაზია Gilt-თან თანამშრომლობით საქორწინო კაბების კოლექციას – SJP by Sarah Jessica Parker Bridal შექმნის. მასში შევა როგორც კოქტეილისა და წვეულების, ასევე ცერემონიის კაბები. კაბები სხვადასხვა ფერში შეიკერება და გაფორმებული იქნება ნაქარგით, ბისერით, ბუმბულითა და ლენტებით. საქორწინო სამოსისთვის დასრულებული სახის მისაცემად ფეხსაცმლის 10 მოდელიც შეიქმნება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: