2019 წლის მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა

რომელია ყველაზე ბედნიერი ადგილი დედამიწაზე?

U.N-ის მსოფლიო ბედნიერების კვლევის შედეგების თანახმად ეს არა დისნეის ზღაპრული სამყარო, არამედ ფინეთია.

ჩრდილოეთის ქვეყანა სიის სათავეში უკვე მეორედ მოექცა. ფინეთს დანია, ნორვეგია, ისლანდია და ნიდერლანდები მოსდევს.

“ბედნიერების” კონცეფცია რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრა: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური ხელშეწყობა, ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა, თავისუფლება და კორუფციის არ არსებობაზე. ფინეთს ყველა ფაქტორის უმაღლესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სიაში ერთი ადგილით ქვემოთ გადაინაცვლა. კვლევის მიხედვით ამის მიზეზად  “მასობრივი დამოკიდებულების ეპიდემიას” ასახელებს (epidemic of mass addictions).

ფინეთი არამარტო უბედნიერესი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. ტურისტებისთვის ძალზედ მიმზიდველია, განსაკუთრებულად ჰელსინკი, რომელიც აუცილებლად სანახავი ქალების სიაში შევიდა.

 

მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა:

 

  1. ფინეთი
  2. დანია
  3. ნორვეგია
  4. ისლანდია
  5. ნიდერლანდები
  6. შვეიცარია
  7. შვედეთი
  8. ახალი ზელანდია
  9. კანადა
  10. ავსტრალია