matcha - მატჩა

2021-ის მთავარი ფუდ-ტრენდები

ფოტოგენული მატჩა-ლატედან დაწყებული, ხელოვნური ხორცითა და აფრიკული ბურღულეულით დამთავრებული.

ალტერნატიული ინგრედიენტები

2020 წლის მთავარი თემა, ეჭვგარეშე, ჯანმრთელობაა. უფრო ვუკვირდებით თუ რას ვჭამთ და როგორ აისახება კვება ჩვენს განწყობასა და გარეგნობაზე. რაც მთავარია, სად მიგვიყვანს ფასთ-ფუდის ყოველდღიური მოხმარება 5-10 წელიწადში.

კარანტინისას ბევრ ადამიანს მიეცა საკუთარ კვების რაციონზე დაკვირვების დრო და ბევრმა მათგანმა აღმოაჩნა, რომ მაგალითად, რძის პროდუქტები მათი სახის კანს არ უხდება, ან გლუტენის შემცველი პროდუქტები შებერილობას იწვევს.

ამიტომ, 2021 წელს დავიწყებთ ალტერნატიული პროდუქტების გამოყენებას, ძროხის რძის ნაცვლად ნუშის რძეზე დამზადებული ნაყინის მსგავსად, ან კეილის საფუძველზე დამზადებული პიცის ცომს ნორმად მივიღებთ.

ხელოვნური ხორცი

წელს მსოფლიო ბაზარზე ხელოვნური ხორცი და მისგან დამზადებული კერძები შემოიჭრა. ეს ტრენდი 2021-ში გაძლიერდება. KFC უკვე გეგმავს წელს ხელოვნური ხორცის ნაგეთსის გაყიდვაში ჩაშვებას.

ე.წ. „სინჯარის ხორცი“ ხელოვნურ გარემოში ცხოველური უჯრედების გამრავლებით მიიღება. ტექნოლოგია ეფუძნება ცხოველებისგან ღეროვანი უჯრედების აღებას, რომელსაც სპეციალურ გარემოში ათავსებენ, სად შემდეგ კუნთის ქსოვილის ახალი უჯრებები წარმოიქმნება.

მეთოდის ავტორების თქმით, საწყისი უჯრედების მიღება ცხოველებისგან მხოლოდ ერთხელა არის საჭირო.

მატჩა

ამდენი ინოვაციის ფონზე უბრალო, ბუნებრივი მატჩა პოზიციას არ თმობს. პირიქით, გასული წლის განმავლობაში მას დაუმატეს კოლაგენი, ვიტამინი C, სპირულინა და სხვა სუპერფუდები.

მატჩას წყალობით, სასარგებლო ნივთიერებების მთელი დღის მარაგის მიღება დილით, 1 ჭიქა სასმელითაა შესაძლებელი. საკმარისია, მარტივად, მისი ქოქოსის რძეში გახსნა.

არ დაგვავიწყდეს, რომ მატჩას აქვს ენერგიისა და მხნეობის მომატების უნარი მასში შემავალი ანტიოქსიდანტების ხარჯზე, ამასთანავე ნერვულ სისტემას ამშვიდებს – ის რაც 2021-ში ძალიან გვჭირდება.

აფრიკული სუპერფუდები

კინოა, ტოფუ და ედამამე ცოტას თუ აკვირვებს. წელს აფრიკულ ავთენტურ პროდუქტებს მეტი ყურადღება ეთმობა.

ამარანტი ბრინჯსა და ჭვავზე 30%-ით მეტ ცილას შეიცავს, მისი კვებითი ღირებულება კი ხორბალსა და შვრიას უტოლდება. სხვა მარცვლეულისგან განსხვავებით ამარანტი მდიდარია ამინომჟავა ლიზინით.

თანადათან პოპულარული ხდება სხვა სხვა აფრიკული კულტურებიც – ტეფი ნიგვზის გემოთი და ფონიო, რომელსაც მეორე კინოას უწოდებენ. ასევე, რესტორნებში თანდათან შეაქვთ მორინგას წვენი, რომელიც ფორთოხალზე 7-ჯერ მეტ C ვიტამინს და ისპანახზე 25-ჯერ მეტ რკინას შეიცავს.

ეგზოტიკური პროდუქტებით გატაცებას სოციალური ქვეტექსტიც აქვს. მომხმარებელი საკვები პროდუქტების წარმომავლობით უფრო ხშირად ინტერესდება. მათ არამარტო გემრიელი ნუგბარის მირთმევა უნდათ, არამედ საკუთარი შენაძენით მცირეშომოსავლიანი ოჯახების დახმარებაც მესამე სამყაროს ქვეყნებში.

ამასთანავე, აფრიკული ინგრედიენტები მწარმოებლებს შრომის სამართლიან ანაზღაურებასა და მოწოდების გამჭვირვალობაზე აფიქრებენ.

მზა სნეკები 2.0

მზა საკვები, მზა კერძები თან წაღებით, წასახემსებელი სნეკები თანდათან უფრო მომრავლდება. მეტი ყურადღება დაეთმობა მათ შემადგენლობას და სასარგებლო ინგრედიენტებს.

პარალელურად, მაღაზიების თაროებზე სასუსნაოების ჯანსაღი ალტერნატივა გამოჩნდება: პროტეინის ბატონები კალორიული შოკოლადების ნაცვლად, მრავალმარცვლობანი კრეკერები, ბატონები პრობიოტიკებით, ბოჭკოვანი ორცხობილა და ფუნქციონალური ვიტამინიზებული სასმელები.

ეს პროდუქტები და ფუდ-ტრენდები ნაწილობრივ 2020-ში გამოჩნდა, ხოლო წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდება და მასიურ სახეს მიიღებს.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print