Apple-მა მუშაობა დაიწყო iPhone-ის ახალ მოდელზე დასაკეცი ეკრანით.
Bloomberg-ის ცნობით კომპანიამ შეიმუშავა სატესტო ეკრანი, თუმცა ჯერ მასიურ წარმოებაში არ ჩაუშვია.
დასაკეცი მოდელი უფრო ფართო ეკრანის და ამავდროულად, კომპაქტური კორპუსის მქონდე მოწყობილობის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
Covid-19-ის პანდემიამ შეაფერხა პროცესი, რადგან ინჟინრები ოფისში მხოლოდ რამდენიმე დღე მიდიან.
სავარაუდოდ, ახალი მოდელი, დამტკიცების შემთხვევაში, მაღაზიებში რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება.
მსგავსი დივაისის პოტენციურ კონკურენტად Samsung ითვლება, რომელიც უკვე მუშაობს დასაკეცი ტელეფონის მოდელზე.