Dior-ის მაღალი მოდის კოლექცია შანხაიში

Haute couture-ის ძირითადი კოლექცია ფრანგულმა მოდის გიგანტმა პარიზში აჩვენა, გუშინ კი შანხაიში დამატებით 12 ახალი მოდელი წარმოადგინა. ამჯერად მარია გრაცია კიურიმ შავ-თეთრის ნაცვლად აქცენტი წითელზე გააკეთა. ჩინურ კულტურაში წითელი ფერი წარმატების სიმბოლოა, ამავდროულად Dior-ის სახლთან ასოცირდება. ცნობილია, რომ კრისტიან დიორს ძალიან უყვარდა წითელი და მას “სიცოცხლის ფერს” ეძახდა. კოლექციაში ღია ვარდისფერი მრავალფენიანი კაბებიც შევიდა. მოდელებს სახეზე ნიღბები ეკეთათ. თითოეულის შექმნას 400-მდე საათი დასჭირდა.

კომენტარი
%d bloggers like this: