იოგურტის პარფე შენი სილამაზის, ჯანმრთელობის, გახდომის და უბრალოდ გემრიელობის რეცეპტია! Parfait-ფრანგული სიტყვაა და ქართულად სრულყოფილს, სრულქმნილს ნიშნავს.
ეს კარაქის და პურის შესანიშნავი ალტერნატივაა, რომელიც შეიძლება გემრიელია, მაგრამ შენი ჯანმრთელობისთვის ყოველთვის კარგი არ არის. ამავდროულად, ზედმეტი ცხიმები და ნაშხირწყლები შენს ფიგურაზე დადებითად არ აისახება.
მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება რთულია, მაგრამ დამიჯერე არ ინანებ თუ იოგურტის პარფეს გაიმზადებ და კვირაში ორ-სამჯერ კარაქიან პურს ჩაანაცვლებ. შენი დღე კი ჯანმრთელად, ტკბილად და ლამაზად დაიწყება.