Google map-ის სერვისს ახალი ფუნქცია აქვს, რომელიც მოუნიშნავი გზების დამატების საშუალებას იძლევა.
მომხმარებელს რუკის შევსების საშუალება თავად აქვს. ასევე, შესაძლებელია ქუჩის სახელის გადარქმევა ან არარსებული გზის წაშლა.
აქამდე ელექტრონული რუკის ჩასწორების მოთხოვნის გაგზავნა იყო შესაძლებელი, ახლა კი, სერვისი საშუალებას იძლევა გზები Paint-ის მსგავს მარტივ პროგრამაში ჩასწორდეს.
ყველა ცვლილებას ძველებურად Google-ის მოდერატორები შეამოწმებენ და დაადასტურებენ.