14107625_1327092193975177_2747560801751312005_o

ინტერვიუ რუსუდან ხიზანიშვილთან

სახვითი ხელოვნების ისტორიაში მხატვრები ყოველთვის ყვავილებს, პეიზაჟებსა და მადისამღმძვრელი სუფრით გაწყობილ მაგიდებს არ ხატავდნენ. ბევრმა ფერმწერმა უსამართლობის უკვდავსაყოფად წარმატებით გამოიყენა ფერთა ენა და  ამგვარად, უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად კაცობრიობის მხატვრულ-ესთეტიკურ ცნობიერებაში ახალი გზები გაკვალა. აღსანიშნავია, რომ ისტორიას რამდენიმე ქალი მხატვარი ახსოვს. მათ ნამუშევრებში უსამართლობისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობა გამოვლინდა. ეს დამოკიდებულება ტრანსლირდა მათ ფერწერულ ხედვაში, როგორც ხედვაში იმ ქალებისა, რომლებიც სიჩუმეში განმატოებულნი, სხდასხვა სტიგმით იტანჯებიან. ამის მაგალითებს წარმოადგენენ მოდერსონ-ბეკერის ფერმერი ქალების ძვალმსხვილი ხელები ან ფრიდა კალოს მსაგავსი თემატიკის, მძაფრად სენსიტიური, რამდენიმე ფერწერული სურათი.

თბილსში მცხოვრები ქართველი მხატვარი – რუსუდანი, ახალგაზრდა ქალია, უამრავი საერთაშორისო პროექტითა და პრეზენტაციით. იგი ფლობს პირველადი ფერთა პალიტრის ინოვაციურ ტექნიკას. მისი თქმით, ხელოვნებას აქვს ძალა – შეაწუხოს და უნდა შეაწუხოს კიდეც. თავისი კარიერის დასაწყისიდანვე რუსუდანი თითოეული ფერის განსხვავებულობისა და უნიკალური სახიერების გამოკვეთას ცდილობდა. საინტერესოა დამთვალიერებლის რეაქციაც მხატვრის მიერ ტილოზე შექმნილ განსხვავებულ ფორმებსა და დეკორზე, სახეთა სხვადასხვა ინტეპრეტაციის აღმძვრელ ექსპრესიებზე, ფანტასტიკური ფიგურის მქონე ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებებზე. დიდი ზომის ტილოებზე მხატვარი ქმნის ყვავილებითა და ფერადი კოლორიტით დატვირთულ სცენებს, რომელთა ოპონენტად წრმოდგენილია ადამიანურ ყოფიერებაში პერსონალიზებული „სხვა“ და უარყოთი განწყობის შემომტანი, გაკვირვების ან შიშის რეაქცია, რომელსაც ეს „სხვა“ იწვევს.

ქალი რუსუდანის შემოქმედების ძირითადი აქტორია. იგი მონაწილეობდა ნიუ იორკში გამოფენაზე, სახელწოდებით „Defining otherness” (სხვაობის განსაზღვრა), რის ლაიტმოტივსაც წარმოადგენდა სივრცის შეთავაზების იდეა იმ მხატვრებისათვის, რომლებიც თავიანთ შემოქმედებას „სხვაობის“ პრინციპებით ქმნიან. სხვა საკითხებთან ერთად, იგი ეხებოდა იმ პირველი რეაქციების „დაჭერის“ ხელოვნებას, რომელთაც ამ „განსხვავებულის“ აღქმა დამთვალიერებელში იწვევდა. ამრიგად, ქალები, როგორც „განსხვავებულები“ და როგორც დამკვირვებლები, ორივე ამპლუით, მხტვრის შემოქმედების იდეურად ცენტრალურ ფიგურებს წარმოადგენენ. ჩვენ რუსუდანს ვესაუბრეთ ძირითდი მახასიათებლების შესახებ, რომლებიც მისი შემოქმედების მთავარ მიმართულებებს განსაზღვრავენ.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print