ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემას 90-იანების შემდეგ „მეორე სუნთქვა“ გაეხსნა.
დღეს დედამიწის გარშემო ამ კონცეფციით 58 სასტუმროს პროექტი ფუნქციონირებს, რომელთაგან ერთ-ერთი Area 55 Futuro House კალიფორნიაშია.
Area 55 Futuro House სრულად ავტონომიური გლემფინგია, რომელსაც მფრინავი თეფშის ფორმა აქვს.
აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, თავი უცხოპლანეტელად იგრძნოთ და მთლიანად მოწყდეთ ციფრულ სამყაროს.
მისი ღირშესანიშნაობა, ფანტასტიკური ფილმების მსგავსად, გამოსაწევი კიბეა.
ელექტრო მოწყობილობების დასამუხტად მზის ენერგია გამოიყენება, დილაობით გაღვიძებაში კი სტუმრებს Bluetooth-ხმოვანი სისტემა და ყავა ეხმარება.
აქ მტკნარი წყალი და ღია ცხელი შხაპია, ასევე სამზარეულო ვარსკვლავიანი ცის ქვეშ ვახშმის შესაძლებლობით.
მფრინავ თეფშში 1 ღამის გატარება 225$ ჯდება.