NASA ნებისმიერ მსურველს თავის პროექტში მონაწილეობას სთავაზობს

NASA-მ ყველას, ვისაც ცაში ყურება და ფოტოების გადაღება უყვარს, პროექტში Clouds and the Earth’s Radiant Energy System(CERES) მონაწილეობა შესთავაზა. CERES-ის მიზანი ღრუბლებისა და დედამიწაზე კლიმატური ცვლილებების შესწავლაა.

15 აპრილამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია აპლიკაცია Globe Observer-ის iOS ან Android ვერსიის ჩამოტვირთვა. მისი საშუალებით ღრუბლები უნდა გადაიღოთ და კოსმოსურ სააგენტოს გაუგზავნოთ.  აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია ცის ფერის და ღრუბლების ტიპის აღნიშვნაც. თუ გადაღების მომენტში CERES-ის თანამგზავრი თქვენს თავზე აღმოჩნდება, ელექტრონულ ფოსტაზე NASA-სგან წერილს მიიღებთ თქვენი ფოტოსა და მათი მონაცემების შედარების თხოვნით.

გაგაზავნილი ფოტოების საშუალებით NASA იმ დეტალების დანახვას ცდილობს, რაც სიმაღლიდან შეუმჩნეველია. მოხალისეები, რომლებიც ყველაზე მეტ ფოტოს გაგზავნიან, პროექტის საიტზე ვიდეომიმართვაში აღინიშნებიან.

 

კომენტარი
%d bloggers like this: