მოდა

პიერ კარდენი გარდაიცვალა

დღეს 98 წლის ასაკში პიერ კარდენი გარდაიცვალა. კარდენი რევოლუციონერი იყო თარგის, ფერის, სილუეტის დარგში, იყო გენიალური სტრატეგი და დღემდე დაუფასებელი მოდის მარკეტინგის პიონერი. მის სახელს უკავშირდება pret-a-porter (მზა ტანსაცმლის ხაზის) და მოდის ლიცენზიის შექმნა.კარდენი უნისექსის სტილში მომუშავე ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო.1950 წელს Christian Dior -ის სახლიდან დემონსტრაციულად წამოსვლის შემდეგ, სადაც მთავარ მკერავად მუშაობდა და ლეგენდარული New Look 1947-ის შექმნაც ებარა, საკუთარი მოდის სახლი დაარსა და მომენტალური წარმატებაც გარანტირებულად მიიღო.მაღალი მოდის სინდიკატიდან გარიცხვის შემდეგ (რომელშიც იმავე წელს აღადგინეს) „დემოკრატიული დიზაინერის“, ხალხის დიზაინერის სახელი აირტყა.1960 წელს მსოფლიოში პირველმა(!) შექმნა მამაკაცის კოლექცია.მისი კლიენტები იყვნენ რიტა ჰეივორტი, ევა პერონი და The Beatles-ის ცნობილი უსაყელო პიჯაკებიც კარდენის ხელს ეკუთვნის.დიზაინერის ყველაზე დიდი მიღწევად მაინც კოსმიური სტილის შექმნა და კოლექცია SPACE-ია, რომელიც გაგარინის გაფრენი შემდეგ შექმნა და რომელიც მოდის სახელმძღვანელოებში შევიდა.კარდენმა მოიგონა ფერადი კოლგოტები, მაღალყელიანი ჩექმები, უნისექს-კომბინეზონები, ყვავილიანი ჰალსტუხები, სკაფანდრის ფორმის ქუდები და კიდევ ძალიან ბევრი ნივთი რომელსაც დღესაც ვიყენებთ.შექმნა კოსტიუმები კინოსა და ბალეტისთვის. განსაკუთრებულად მეგობრობდა მაია პლისეცკაიასთან.ეს ყველაფერი მოახერხა იტალიური წარმოშობის პატარა ბიჭმა, რომელიც ღვინის გამყიდველის ოჯახში მეთერთმეტე შვილად დაიბადა.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print