კოსმოსური ტურისტები 1

პირველი კოსმოსური ტურისტების ვინაობა ცნობილია

დასახელდა იმ სამი კოსმოსური  ტურისტის ვინაობა, რომლებიც ილონ მასკის ხომალდით იმოგზაურებენ.

როგორც Axiom Space-ის საიტზეა ნათქვამი, Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრება.

ხომალდის მეთაური NASA-ს ყოფილი ასტრონავტი მაიკლ ლოპეს-ალეგრია იქნება. ახლა ის კომპანია Axiom Space-ის ვიცე-პრეზიდენტია.

მას შეუერთდებიან ამერიკელი ინვესტორი ლარი კონორი, კანადელი ინვესტორი მარკ პატი და ისრაელელი ბიზნესმენი ეიტან სტიბე.

მოგზაურობა მისიის Ax-1 ფარგლებში მოხდება.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print