როგორ შევარჩიოთ მაცივარი

როგორ შევარჩოთ მაცივარი

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სამზარეულოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთის შეძენისას?

ერთი შეხედვით მაცივრის შერჩევა რთული და ხანგრძილი პროცესი ჩანს, მაგრამ საკვანძო დეტალების ცოდნა თქვენი მოთხოვნებისა შესაბამისი მოდელის სწრაფად შერჩევაში დაგეხმარებათ.

პროდუქტების სწორი შენახვა

მაცივრის შეძენას მიუდექით როგორც ინვესტიციას საკუთარ ჯანმრთელობაში, კომფორტსა და კარგ განწყობაში.

ცნობილია, რომ საკმარისია მალფუჭებადი პროდუქტები (ქათამი, ხორცი, თევზი, რძე, კვერცხი) რამდენიმე საათით ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ და მათი მირთმევა მხოლოდ საკუთარი შიშისა და რისკის ხარჯზე მოგვიწევს.

სწორედ ამიტომ, მათი უმრავლესობის შენახვა მაცივარშია რეკომენდირებული არაუმეტეს 5 გრადუსისა, ხოლო იმ პროდუქტების, რომელთა მომდევნო დღეებში მირთმევას არ აპირებთ, საყინულე კამერაში.

თუ სასმელის სწრაფად გაციება გჭირდებათ, ფუნქცია „წვეულება“ გამოგადგებათ. ამ ფუნქციის ჩართვისას მაცივარსა და საყინულეში ტემპერატურა მაქსიმალურად დაბალ ზღვარზე ჩადის და ერთდროულად დიდი რაოდენობის პროდუქტების გაციების საშულებას იძლევა.

ფუნქციურობა

მაცივარი ორი განყოფილებისგან შედგება: საყინულის (ტემპერატურა მაქსიმუმ -18 გრადუსი) და სამაცივრე (ტემპერატურა მაქსიმუმ +5 გრადუსი).

თანამედროვე მაცივრები ყველა თაროზე თანაბარი ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, ამიტომ პროდუქტებს თქვენი სურვილით გაანაწილებთ.

გამონაკლისია კარის თაროები: მათ ხშირად ვაღებთ, ტემპერატურა ხშირად იცვლება და აქ კვერცხისა და რძის შენახვა რეკომენდირებული არ არის.

მიუხედავად ამისა, არსებობს გარეკვეული წესები: მზა კერძები და პროდუქტები უმჯობესია ზედა თაროებზე მოვათავსოთ, რძე, კვერცხი და კარაქი – შუა თაროზე, ხოლო ხორცი და ქათამი – ქვედაზე, რათა ისინი არ შეეხონ მზა პროდუქტებს.

ქვედა დიდი ყუთი ხილისა და ბოსტნეულისთვისაა განკუთვნილი.

მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ თაროების მასალას. მავთულის თაროები ნაკლებად მოსახერხებელია და მაცივრის წმენდა უფრო ხშირად მოგვიწევს.

იდეალური სისუფთავის მარტივად შესანარჩუნებლად, მინის თაროები აირჩეთ, რომელსაც ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც გარეცხავთ.

დამატებითი ფუნქციები

ზოგიერთ მაცივარს დამატებითი ფუნქიები აქვს, რომელიც მეტ კომფორტს გვიქმნის.

ასეთებია: ყინულგენერატორი, ანტიბაქტერიული ზედაპირი, სუპერ გაყინვა და ღია კარის ინდიკატორი.

ზომა

თუ სამზარეულოში ჩაშენებული მაცივრის მოდელზეა საუბარი, წინასწარ გაარკვიეთ სასურველი მოდელის ზომა და კარის გასაღებად მანძილი გაითვალისწინეთ.

ასევე, დაფიქრდით მაცივრის მოცულობაზე იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად დადიხართ საყიდლებზე – კვირაში ერთხელ, თუ ყოველ მეორე დღეს და რამდენი პროდუქტის შენახვა მოგიწევთ.

დიდი ოჯახის შემთხვევაში შეგიძლიათ საყინულე განყოფილება ცალკე შეიძინოთ.

ენერგომოხმარება და ხმაურის დონე

ხმაურის დონე 40 დბ-ზე ნაკლები უნდა იყოს. სწორედ ეს ხმაურის სახლისთვის კომფორტული და შეუმჩნეველი.

მაცივარი კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაშია ჩართული, ამიტომ ენერგიის დაზოგვა პრიორიტეტი ხდება. ყველაზე ეკონომიურად  A++, A+ და A კლასის მაცივრები ითვლება, რომლებიც 40%-მდე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

დიზაინი

იერსახეც მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ მაცივარი სამზარეულოს პანელების ქვეშ დამალოთ, შეარჩიოთ ნეიტრალური ფერის ან პირიქით, ხასხასა და განსხვავებული, რომელიც სამზარეულოს განსაკუთრებულ ელემენტად იქცევა.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print