Photo by Vlada Karpovich from Pexels

როგორ ვიმუშაოთ 24/7-ზე და დავრჩეთ ჯანმრთელები

ვერანაირად!

მოდით, ჩამოვთვალოთ რამდენიმე მიზეზი, რატომაა ამ რეჟიმში მუშაობა შეუძლებელი.

შფოთვის გაძლიერება და გადაწვა

დღე-ღამის განმავლობაში სამუშაო რეჟიმში ყოფნის სურვილი გადაწვას იწვევს. ჩნდება შფოთვის შეგრძნება და შიში, რომ რამე არ გამოგვრჩეს, რადგან სამუშაო და არასამუშაო დროს შორის ზღვარი იშლება.

ნებისმიერ დროს ზარებზე პასუხი და დოკუმენტაციის გადასაკეთებლად მზადყოფნა გადაღლას და გადაწვას იწვევს.

გადაწვა ესაა მილენიალების არცთუ უსაფუძვლო შიში. არსებობს ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პრობლემების კომპლექსი, რომელსაც ხანგრძლივი სტრესი იწვევს.

მისი სიმპტომებია: დაღლილობის მუდმივი შეგრძნება, გაუცხოება და ემოციური ჩართულობის არქონა, თვითშეფასების დაცემა.

ამ ყველაფერს იწვევს არასაკმარისი დასვენება, დაღლილობის იგნორირება, ყოველდღიური დედლინები, პირადი დროის არქონა.

გადაღლა მუშაობის შედეგებს აუარესებს

დღე და ღამე მუშაობის შედეგად უფრო ცუდ გადაწყვეტილებამდე მივდივართ, ვიდრე დასვენებისა და ყურადღების გადატანის შემთხვევაში. ხანდახან საჭიროა „სისულელეების“ კეთებაც.

ყურადღება ტვინისთვის მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც უკანასკნელი კვლევის შედეგების თანახმად, ერთ თემაზე 3-დან 40 წუთამდე ჩერდება სირთულიდან, ასაკიდან, გენეტიკიდან გამომდინარე.

თუ უფრო დიდხანს მუშაობას შევეცდებით, ყურადღება თავისთავად გადაერთვება სწრაფ სიამოვნებაზე, როგორიცაა სოციალური ქსელები ან ორცხობილა. აი, აქ ვიწყებთ შეცდომების დაშვებას.

„სისულელეების“ კეთების აუცილებლობა – ესაა ინფრომაციიდან მოწყვეტის საჭიროება, რათა ყველაფერი, რაც მანამდე ტვინში ჩაიტვირთა, გადაწყვეტილებად იქცეს.

ძალიან მოკლედ რომ ავხსნათ, ტვინს აქვს ინფორმაციაზე მუშაობის სამი სისტემა: ცენტალურ-აღმასრულებელი ქსელი (CEN), დეფოლტ-სისტემა (DMN) და უპირატესის დამდგენი (SN).

აღამსრულებელი სისტემა ირთვება, როდესაც ფოკუსირებას ვახდენთ ამოცანაზე: ვანაწილებთ გადასახადებს, ვწერთ სტატიას, ვუყურებთ ფილმს.

დეფოლტ-სისტემა გადაწყვეტილებების ვარიანტებს აგენერირებს მოდუნებულ მდგომარეობაში. ინფორმაციის მიღების შემდეგ გადავერთვებით სხვა საქმიანობაზე, მაგალითად, ჭურჭლის რეცხვაზე და იდეები ერთიანად ლაგდება. ყველა ტოპ-იდეა სწორედ დეფოლტ-სისტემის მუშაობისას ჩნდება.

უპირატესობის დამდგენი სისტემა პირველ ორს შორის კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი.

დამოკიდებულების გაჩენა

ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია ბალანსის დადგენა სასარგებლოსა და სასიამოვნოს შორის. თუ მუდმივად თავს ძალას დავატანთ, იმპულსიურად გონება გაგვექცევა მემებისკეთ, იუთუბისკენ, საჭმლისკენ, ალკოჰოლისკენ, თამაშებისა და პორნოგრაფიისკენ.

მათ სიამოვნება მოქვთ, რომელიც გვაკლია, თუმცა დროთა განმავლობაში დამოკიდებულებას იწვევენ.

რა ვქნათ თუ დედლაინი კარს მოგვდგომია და მოთელვის დრო არ გვაქვს?

რუტინული სამუშაო ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით შეასრულეთ.

თუ ისეთი დავალებები დაგროვდა, როგორიცაა, მაგალითად,  ფოსტაზე უპასუხო წერილების გადარჩევა, მარკ ფორსტერის წესს მიმართეთ წიგნიდან “Do It Tomorrow”. ყოველდღე, ძირითადი სამუშაოს დაწყების წინ, თაიმერი 15-20 წუთზე დააყენეთ, ფოსტა გახსენით  და წერილებს უპასუხეთ. ზარის დარეკვისთანავე დახურეთ და დანარჩენი ხვალისთვის გადადეთ.

მუშაობისას შეისვენეთ

ჩვენს ყურადღებას მუდმივი გადართვა სჭირდება. ამაში პომოდოროს რეჟიმი გვეხმარება – 25 წუთი მუშაობა და 5 წუთი დასვენება. ასეთი მიდგომა გვეხმარება დროისა და ენერგიის დაზოგვაში, რადგან დავალება უფრო მკაფიო ხდება.

თუ 25 წუთი თქვენთვის ბევრი ან ცოტაა, ოპტიმალური დრო იპოვეთ, არაუმეტეს 1 საათისა.

კვლევებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, ვინც ამ რეჟიმს იცავენ, დღის ბოლოს საკვების მიმართ იმპულსურ მიზიდულობას არ განიცდიან და მათი დაღლილობის ხარისხი გაცილებით დაბალია.

გამოიძინეთ

ძილი – ადეკვატური აღქმის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია. ძილის დეფიციტი კონცენტრაციისა და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამიტომ აუცილებელია 7-9 საათიანი ძილი, ხოლო ძილის წინ სერიალების და სმარტფონის ეკრანის ყურება სასურველი არ არის.

დაიძინეთ დღისით

კვლევებმა აჩვენეს, რომ შუადღის ძილი ჭიქა ყავაზე მეტად გვაფხიზლებს, კონცენტრაციაში გვეხმარება და მოკლე მეხსიერებას ანახლებს.

არ მოატყუო საკუთარი თავი

არ მოატყუო ნიშნავს, შეეჭიდო მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებსაც მოასწრებ.

თავიდან რთულია, მაგრამ აუცილებელია საკუთარი ენერგობანკის კონტროლი, ამას ჩვენს ნაცვლად ვერავინ შეძლებს.

დაჯავშნეთ დრო  – ანუ სამუშაოსთვის გამოყავით დილიდან 6-9 საათი, როდესაც სხვა საქმეებზე არ მოცდები.

ხანდახან, დროის და დავალებების არასწორი გადანაწილების გამო დღის ბოლოს თავში აღარაფერი შედის. ამ დროს ჰაერზე გასვლა, პარკში მუშაობაა რეკომენდირებული.

მაგრამ არის დღეები, როდესაც კონტროლს ვკარგავთ. ამ მდგომარეობას კი მხოლოდ სრული მოდუნება და საქმის ბოლომდე დავიწყება შველის.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print