ტურისტულმა გამოცემამ Big Seven Travel იმ ქალაქების სია შეადგინა, რომლებშიც დისტანციურად სამუშაოდ საუკეთესო პორობებია 2021 წლისთვის.
ავტორიტეტული თრეველ-გიდის აზრით, რეიტინგის სათავეში ტალინი მოექცა.
მეორე ადგილი თბილისმა დაიკავა.
რეიტინგის შედგენისას Big Seven Travel-მა გააანალიზა სხვადასხვა პირობები, მათ შორის დისტანციური მუშაობისთვის საჭირო ვიზები, ქოვორქინგ-სივრცეები და ექსპატებისთვის სტუმართმოყვარე გარემო.