ციმბირის მკვიდრი მოსახლეობა

ციმბირის მკვიდრი მოსახლეობა ერთი ფოტოგრაფის ობიექტივში

9 წლის განმავლობაში ფოტოგრაფმა ალექსანდრ ხიმუშინმა მსოფლიოს 84 ქვეყანა შემოიარა.

სამი წლის წინ გაუჩნდა იდეა გლობალიზაციის გამო გადაშენების პირად მყოფი კულტურების დოკუმენტირების და ფირზე აღბეჭდვის. შედეგად, მისი პროექტი „სახეების სამყარო“ გაჩნდა.

მსოფლიოს გარშემო, მცირე ეთნიკური ჯგუფების ძიებისას, ხიმუშინმა გასაოცარი პორტრეტები გადაიღო, რითიც ერთდროულად პატივი მიაგო და უკვდავყო მათი კულტურა.

ფოტოგრაფმა 6 თვე დაჰყო ციმბირში, იმოგზაურა ბაიკალის ტბიდან იაპონიის ზღვამდე და გადაიღო იქ მცხოვრები ტომები, რომელთა უმეტესობის პოპულაცია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს ითვლის.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print